15:31 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-13 16:07:21, 1756 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ სუს-სა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისიპირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს  ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი სუს-სა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისიპირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, დაპირისპირება ერთი თვის წინ, მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ სუს-ის თანამშრომელი დააკავა. ელგუჯა ბაგრატიონის მტკიცებით, სუს-ი ყველაფერს აკეთებდა, რათა ხალხი პოლიციას დაპირისპირებოდა:

 „დაპირისპირება დაწყებულია ერთი  თვეა, რაც საპატრულო პოლიციის მიერ იქნა დაკავებული სუს-ის თანამშრომელი, ხელბორკილები დაადეს და გადაიყვანეს პოლიციის სამმართველოში, ეს სუს-ის თანამშრომელია  ყიფიანი, თავის ძმებთან ერთად დააკვეს. ამის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება სუს-სსა და საპატრულო პოლიციას შორის. სწორედ ერთი თვის განმავლობაში მიზანმიმართულად მიმდინარეობდა საპატრულო პოლიციის დისკრედიტაცია, სუს-ი აკეთებდა ყველაფერს იმისათვის, რომ დაპირისპირებოდა ხალხი საპატრულო პოლიციას. სწორედ მშვიდობიანი აქციის გაგრძელება ვანდალიზმით, რომელიცი12 საათის შემდეგ განვითარდა, იყო სუს-ის მიერ ინსცენირებული“,-აღნიშნა ელგუჯა ბაგრატიონმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics