|
2017-03-13 14:35:04, 2003 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი ბათუმის მოვლენებზე: არც ერთ ადამიანს აქვს უფლება, ძალადობით ესაუბროს თანამოქალაქეებსა და სახელმწიფოს
„ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარე მიტინგზე. ისე ვახერხებდით ამის გაკეთებას, რომ არავისთვის არაფერი დაგვეშავებინა“, -ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბათუმში განვითარებულ მოვლენებს. მარგველაშვილის თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური თვითგამოხატვის კულტურა და აზრის გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა ყველამ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფოს ექნება ძალიან მკაცრი და ნათელი პოზიცია ნებისმიერ ძალადობაზე. „მე არ ვარ გამომძიებელი და ბუნებრივია, მომხდარზე ზუსტ პოზიციას ვერ დაგიფიქსირებთ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ როცა იწყება ძალადობა, იქ ძალიან ნათლად უნდა გამოჩნდეს, რომ არცერთ ადამიანს არ აქვს უფლება საქართველოში, რომ ძალადობით, ვანდალიზმით ესაუბროს თავის თანამოქალაქეებს და სახელმწიფოს. ადამიანები, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, უკლებლივ ყველა უნდა იყოს აღმოჩენილი, დაკავებული და სასჯელი უნდა იყოს სამაგალითო. ასეთი ვითარება, რომ მიტინგი უცებ გადაიზარდოს ვანდალიზმში და მანქანების დაწვაში, ეს არ არის ქართული პოლიტიკური კულტურა. ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარე მიტინგზე. ისე ვახერხებდით ამის გაკეთებას, რომ არავისთვის არაფერი დაგვიშავებია. პოლიტიკური თვითგამოხატვის კულტურა და აზრის გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია, მაგრამ იცოდეთ, სახელმწიფოს ექნება ძალიან მკაცრი და ნათელი პოზიცია ნებისმიერ ძალადობაზე“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)