00:36 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-11 12:51:24, 1915 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრმა საპატრიარქოს ტელევიზიის ახალი დირექტორის რეგისტრაციაში გატარების პროცესი შეაჩერა

საჯარო რეესტრმა საპატრიარქოს ტელევიზიის "ერთსულოვნების" ახალი დირექტორის რეგისტრაციაში გატარების პროცესი წარდგენილი დოკუმენტაციის კანონთან შეუსაბამობის გამო შეაჩერა.

როგორც რეესტრის გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, დეკანოზ მიქაელ ფოფხაძის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის პირობებს არ აკმაყოფილებს და დაინტერესებულ პირს 30-დღიანი ვადა ეძლევა, რათა დოკუმენტაცია კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს.

”წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ რეგისტრაციის პირობებს შემდეგ გარემოებათა გამო:

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება.

რეგისტრირებული მონაცემების თანახმად, შპს „საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია ერთსულოვნების“ ერთადერთ პარტნიორს წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქო.

ვინაიდან, საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველო საპატრიარქო მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიული პირის პარტნიორს, სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობაში მისი, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დამოწმებული უნდა იქნას მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით”, - ნათქვამია საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაში.

ცნობისთვის, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორად, ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ტელევიზიის დირექტორის თანამდებობას ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა იკავებდა. მიტროპოლიტი საპატრიარქოს გადაწყვეტილებით თანამდებობიდან 9 მარტს გაათავისუფლეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics