14:23 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-10 13:35:03, 2146 ნახვა

ეკონომიკა
„გალტ & თაგარტი“ Global Finance-მა წელსაც საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად აღიარა

„გალტ & თაგარტმა“ Global Finance-ის ჯილდო „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2017 წელს“ მიღების თაობაზე განაცხადა. აღნიშნული ჯილდოს მფლობელი გალტ & თაგარტი ზედიზედ მესამედ გახდა. 

„გალტ & თაგარტი სთავაზობს მის კლიენტებს საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტრანზაქციებზე. აღნიშნული ჯილდო არის კომპანიის მიღწევების დასტური და კიდევ ერთხელ აღნიშნავს „გალტ & თაგარტ“-ის წამყვან როლს საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში“, - განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

ჟურნალმა Global Finance, მე-18-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით. Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად, გამარჯვებულთა გამოსავლენად შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: ბაზრის წილი, გარიგებების სტრუქტურირების შესაძლებლობები, დისტრიბუციის ქსელი, სერვისი, რჩევები, ფასები, ინოვაცია, რეპუტაცია და სხვა.

Global Finance 1987 წელს დაფუძნდა და 50,050 ეგზემპლარს გამოსცემს, რომელსაც 180 ქვეყანაში ყავს მკითხველი. Global Finance-ს კითხულობენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეები, კომპანიების პრეზიდენტები, გენერალური დირექტორები და ფინანსური დირექტორები, ასევე ფინანსურ სფეროში მოღვაწე სხვა ტოპ მენეჯერები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ ინვესტიციების განხორციელებასა და სტრატეგიაზე, მულტიეროვნულ კომპანიებში და ფინანსურ ინსტიტუტებში. ჟურნალის ვებგვერდი GFmag.com აქვეყნებს ანალიტიკასა და სტატიებს და წარმოადგენს 28 წლიან გამოცდილებას საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე. Global Finance-ის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში, ასევე აქვს ოფისები ლონდონსა და მილანში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
ბაზისბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics