23:19 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-10 13:31:30, 1410 ნახვა

საზოგადოება
ფარნავაზ მეფის გამზირზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

საბურთალოს რაიონში, ფარნავაზ მეფის გამზირზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით,  გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი გაეცნენ. 

თბილისის მერის თქმით, დიდ დიღომში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების  უკვე მეორე მასშტაბური პროექტი ხორციელდება, ხოლო ქალაქში გზის  საფარის დაგების სამუშაოები ერთდროულად 20-ზე მეტ ქუჩაზე მიმდინარეობს. 

„დიდ დიღომში ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დავიწყეთ. ზამთრის შემდეგ გზა ძლიერ იყო დაზიანებული და კაპიტალურ შეკეთებას საჭიროებდა. ამ ეტაპზე გზის საფარის მოხსნა მიმდინარეობს, რის შემდეგაც ახალი გზის საფარი დაიგება,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.  

საგზაო სამუშაოების ფარგლებში, ფარნავაზ მეფის გამზირზე მოხდება ასფალტის დემონტაჟი და დაიგება ახალი ორ ფენიანი საფარი, ახალი ბაზალტის ბორდიურებით მოეწყობა ტროტუარები. ჯამში, ფარნავაზ მეფის გამზირზე 30 000 მ2 ასფალტის საფარი დაიგება. 

გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია შპს „ენ სი სი“ ახორციელებს.  სამუშაოები მიმდინარე წლის 9 მარტს დაიწყო და ივნისში დასრულდება.

(NS)  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics