23:19 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-09 19:57:41, 1812 ნახვა

საზოგადოება
„ერთსულოვნების“ თანამშრომლები პატრიარქს მეუფე პეტრეს ტელევიზიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დატოვებას სთხოვენ

საპატრიარქოს ტელევიზიის თანამშრომლები საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას ტელევიზიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დატოვებას სთხოვენ.

ტელევიზიის თანამშრომლებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

„მუხედავად ჩვენი გულისტკივილისა, ვასრულებთ მეუფე პეტრეს ლოცვა-კურთხევას და მხოლოდ ამ მოკრძალებული სახით გამოვხატავთ ჩვენ პოზიციას. ამავე დროს, გამოვთქვამთ უდიდეს პატივისცემასა და მადლიერებას მიტროპოლიტ პეტრესადმი, რომელიც 8 წლის განმავლობაში ღირსეულად მართავდა ტელევიზიას. ტელეკომპანია „ერთსულოვნება“ დღემდე ემსახურებოდა სარწმუნოებრივ და ეროვნულ ფასეულობებს. იმედი გვაქვს, რომ ის შრომა და ღვაწლი, რაც მეუფემ ამ წლების განმავლობაში გასწია ტელევიზიის განვითარების საქმეში, მომავალში დაფასდება.

უმორჩილესად ვთხოვთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, გაითვალისწინოს ტელეკომპანიის თითოეული თანამშრომლის უდიდესი სურვილი და საპატრიარქოს ტელევიზიის თანამდებობაზე დატოვოს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე“,- აღნიშნულია მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრე ცაავას საპატრიარქოს ტელევიზიის „ერთსულოვნების“ ხელმძღვანელის თანამდებობა დაატოვებინეს. ამის შესახებ მეუფემ საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. მეუფეს განმარტებით, სინოდის დღევანდელ სხდომაზე მის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების გამო უსაყვედურეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics