23:20 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-09 15:23:22, 1244 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტმა“ მაგისტრატურის კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტმა“ წელს პირველი კურსდამთავრებულებისთვის დიპლომების გადაცემის ოფიციალური ცერემონია გამართა.

ღონისძიებას, განათლებისა და მეცნიერების მინისტრიც ესწრებოდა, ალექსანდრე ჯეჯელავამ უნივერსიტეტის რექტორთან აკაკი ხელაძესთან ერთად, კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა.

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ფინანსებში (MBA) რამდენიმე წელია არსებობს და წელს პირველი კურსდამთავრებულები ყავს.

საქართველოს ბანკის უნივერისტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ფინანსებში (MBA) მიღებას ყოველ წელს აცხადებს. აღნიშნული პროგრამა,

2 წლიანია და სტუდენტები დაფინანსების ან სწავლის საფასურის გადახდის უნიკალური პირობებით სარგებლობენ. მიღებული სტუდენტების საუკეთესო 10 სტუდენტი სრულ სტიპენდიას იღებს და არ იხდის სწავლის საფასურს, შემდეგი საუკეთესო 20 სტუდენტი სწავლის საფასურის გადახდას იწყებს სწავლის დასრულებიდან 1 წელიწადში და გადასახადი გადანაწილებულია 4 წელზე. ყველა ჩარიცხულ სტუდენტს აქვს შანსი სწავლის განმავლობაში მიიღოს 100%-იანი დაფინანსება ან მოიპოვოს უფლება გადასახადი გადაიხადოს მას შემდეგ, რაც დაასრულებს სწავლას.

წელს, საქართველოს ბანკის უნივერისტეტმა, მიღება გამოაცხადა აბიტურიენტებისთვის, ვისაც სურს სწავლა განაგრძოს საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე (BBA). ბაკალავრიატის პროგრამა გამოირჩევა, მნიშვნელოვანი ბენეფიტებით, ისეთი როგორიც არის: ხარისხიანი განათლება, სწავლის დაფინანსების რეალური შესაძლებლობები და პრაქტიკული გამოცდილება. სწავლის პროცესში, ყველა სტუდენტისადმი ინდივიდუალურია მიდგომა, ყველა მათგანი იღებს უნიკალურ პრაქტიკულ გამოცდილებას და თანამედროვე თეორიულ ცოდნას.

დამატებითი ინფორმაციისთვის საქართველოს ბანკის პროგრამებთან დაკავშირებით ეწვიეთ: www.bog.edu.ge

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics