23:19 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-09 10:13:42, 1377 ნახვა

საზოგადოება
დეკანოზის ადვოკატები - მამა გიორგი მამალაძე დაკითხვისთვის მზად არის

დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების განცხადებით, მამა გიორგი დაკითხვისთვის მზად არის თუ მხარეები ტექნიკურ დეტალებს შეათანხმებენ. 

როგორც ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის უსაფრთხოება დაცულია, რაც შეეხება პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებს, ადვოკატები აღნიშნავენ, რომ იგი დამონტაჟებულია და არასრული სახით მიეწოდა საზოგადოებას. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, მასში მაინც არ იკითხება დეკანოზის ბრალეულობა. 

ადვოკატები ჩანაწერების გავრცელებას სინოდის სხდომას უკავშირებენ, მოტივად კი საზოგადოებაზე და სინოდის წევრებზე ზეგავლენის მოხდენას ასახელებენ. 

დეკანოზის მეორე ადვოკატი გიორგი ფანცულაია აღნიშნავს, რომ იმ კითხვებს, რომელიც ვიდეოჩანაწერის ყურებისას იბადება, დეკანოზმა პასუხი ჩვენებისას უკვე გასცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics