22:05 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-07 13:23:31, 1755 ნახვა

საზოგადოება
საპარლამენტო უმრავლესობა ინიციატივით გამოდის - 12 აგვისტო შესაძლოა უქმე დღედ გამოცხადდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები 12 აგვისტოს დასვენების დღედ გამოცხადების ინიციატივით გამოდიან.

დეპუტატების თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესის პარალელურად, ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდგომ მეტი ძალისხმევა უნდა მიმართოს სახელმწიფო გაერთიანებისა და შიდა ეროვნული კონსოლიდაციისკენ.

ცნობისთვის, აღნიშნული თარიღი შერჩეულია დიდგორის ბრძოლასთან დაკავშირებით. 

დიდგორობის, როგორც "სრულიად საქართველოს დიდი გამარჯვების დღის" აღნიშვნა კი მათი აზრით, საზოგადოებაში ერთიანი სახელმწიფოებრივი იდეის რწმენას გააღვივებს.

ინიციატორები დეპუტატები ალექსანდრე ქანთარია, აკაკი ზოიძე, ლერი ხაბელოვი, შოთა ხაბარელი, კობა კობალაძე, ლევან კობერიძე და კარლო კოპალიანი არიან.

შეგახსენებთ, რომ 12 აგვისტო 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების დღეა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics