20:58 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-07 11:16:00, 2200 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
იან კელი მედიაომბუდსმენის შექმნასთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივას მიესალმება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იან კელის განცხადებით, ის მიესალმება პრემიერის ინიციატივას მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებასთან დაკავშირებით.

როგორც ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას სჯერა, რომ პრემიერი და მისი გუნდი ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ზრდის მიმართულებით მუშაობას გააგრძელებს.

"როგორც ვახსენე საქართველო არის მოდელი დემოკრატიული განვითარებისა და მმართველობის. ჩვენ გვჯერა, რომ პრემიერი და მისი გუნდი გააგრძელებს ამ მიმართულებას ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ზრდისკენ. რა თქმა უნდა ამ პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი თავისუფალ მედიას ეკისრება. მე პირადად, მივესალმები პრემიერის ინიციატივას, ომბუდსმენის ინსტიტუტს და როგორც უკვე აღვნიშნე უდიდეს როლს თამაშობს მედია ზოგადად განვითარებაში და დემოკრატიული განვითარების პროცესში", - განაცხადა კელიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics