|
2017-03-02 15:30:32, 2315 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ნიკა გვარამიამ ქიბარ ხალვაშს „ივანიშვილის მონა“ და „ყველა დროის იუდა“ უწოდა
„საქართველოს ხელისუფლებამ დღეს ჩამოათრია ქიბარ ხალვაში და მის სასარგებლოდ გადაწყვეტილებას ელოდება. ივანიშვილის მონავ, ყველა დროის იუდავ“, - ასე მიმართა „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს. როგორც გვარამიამ სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „არასოდეს ყოფილა მედია ისეთი პოლარიზებული, როგორიც დღეს, ივანიშვილის ხელისუფლების დროს არის“. „დღეს ამ ისტორიულ შენობაში წყდება საქართთველოს ბედი, არც მეტი არც ნაკლები. ყველა კარი, რომელიც გაღებულია, შეიძლება ყრუდ დაიხშოს ისევ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები მიღებული გადაწყვეტილებით ხელს მოაწერენ კანონიერებას, სიტყვის თავისუფლებას, ამ ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს ან უკანონ გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა შეუქცევადი ზიანი მიაყენოს ქვეყნის დემოკრატიას. ესენი არიან ბიძინა ივანიშვილები, მოთხრილი ხეებივით მიდიან, მაგრამ საქართველოს ვერ მოთხრის და ვერსად ვერ გადარგავს. დღეს თუ მიიღებენ უარყოფით გადაწყვეტილებას, ისინი ამით საკუთარ თავს განაჩენს გამოუტანენ. „რუსთავი 2“ არ არის უბრალო ტელევიზია, ასეთი ისტორიული მისია აქვს მას, ასეთი როლი აქვს მას და ეს როლი მას ბიძინა ივანიშვილმა არგუნა. მაპატიეთ კოლეგებო, მაგრამ თქვენ, ვინც ივანიშვილის მედიებში მუშაობთ, თუ გაგეპარებათ კრიტიკული აზრი, მალე თქვენ აღარ იმუშავებთ. ჩვენ ვითხოვთ კანონიერ გადაწყვეტილებას. ამას ჩვენს მიმართ სამართლიანობა მოითხოვს. ჩვენ არ დავთმობთ!“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. ცნობისთვის, საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციაზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე რიგითი მოქალაქეები არიან შეკრებილი. ისინი ტელეკომპანიის საქმეზე უზენაეს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებიან
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)