|
2017-02-25 12:54:40, 1047 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორიამ იუნკერების ხსოვნის უკვდავსაყოფად აგებული ქვაჯვარი გვირგვინით შეამკო
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საქართველოს რეგიონებში არსებულ სამხედრო ნაწილებსა და ბრიგადებში საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა. თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროს, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად, სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძართან აღმართული ქვაჯვარი გვირგვინით შეამკო და 1921 წელს დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო. ლევან იზორია და ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია მთავარანგელოზის დასის სახელობის ტაძარშიც იმყოფებოდნენ, სადაც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა 1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა სახელზე სანთლები დაანთეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)