|
2017-02-24 17:29:54, 2203 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ქანთარია გოცირიძეს: ერთი კარგი სათამაშო გასაღები ხომ არ გადმოგცეთ, რომ დაწყნარდეთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, უსაფრთხოების სამსახური „ბრმა და ყრუ იყოს“. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტთა პაკეტის განხილვა მიმდინარეობს: „აშკარად გამოიკვეთა ორი ურთიერთსაპირისპირო ამოცანა. ერთია- უმცირესობის ამოცანა, რომ უსაფრთხოების სამსახური იყოს ბრმა, ყრუ და ეს შედის თქვენს ფუნქციაში სამწუხაროდ და როდესაც „ნაციონალური მოძრაობა2“ მიხვდა, რომ ამ ამოცანას ვერ შეასრულებს, დამიჯერა და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, რომ წავიდა სახლში. რაც შეეხება დედა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, მათ გააგრძელეს ეს შრომა. ბატონო რომან, სერიოზული კაცი ბრძანდებით და თქვენმა ბავშვური აღტკინებით კითხვებმა გაოცება გამოიწვია ჩემში და ერთი აზრიც კი დამებადა- ერთი კარგი გასაღები სათამაშო ხომ არ გადმოგცეთ თქვენ, რომ დაწყნარდეთ?! ის წუხილები, რასაც თქვენ ახლა აქ ამბობდით, უფრო სხვა მხარესაა. იყო მოსმენების დროც, დასმენების დროც და არ მახსოვს თქვენი ხმამაღალი სიტყვა, სახალხო ფრონტის დროს მესმოდა, მაგრამ მერე- იყო სადისტურად გამწარებული ხალხი, მოსმენები, მაგრამ თქვენი კომპეტენტური აზრი არ გამიგია“,-მიმართა ნუკრი ქანთარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძეს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონის პროექტს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ მეორე მოსმენით განიხილავენ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)