14:55 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-23 18:44:17, 1562 ნახვა

საზოგადოება
მამა დავით შარაშენიძე ოხანაშვილზე: მისი გამოსვლა იყო სრულიად არაადეკვატური

მისი გამოსვლა იყო სრულიად არაადეკვატური, სიცრუეში ბრალის დადება და ცილისწამება დეკანოზ მიქაელ ბოტკოველისადმი, - ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მამა დავით შარაშენიძემ პატრიარქის პირადი დაცვის უფროსზე, სოსო ოხანაშვილზე საუბრისას, ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, მამა მიქაელ ბოტკოველმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ თვითონ არ ჰყავდა ნანახი სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში და არ უთქვამს, თუ რა პოზიციას იკავებს ის დღეს. მისივე განცხადებით, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, აგრძელებს თუ არა ოხანაშვილი სამსახურს საპატრიარქოში. 

"სოსო ოხანაშვილმა მამა მიქაელ ბოტკოველს სიცრუეში დასდო ბრალი. ეს არის აბსოლუტური სიცრუე. მამა მიქაელმა ცალსახად გააკეთა განცხადება, რომ მას თვითონ არ ჰყავდა ნანახი საპატრიარქოში სოსო ოხანაშვილი და იქ არ იყო საუბარი თუ რა პოზიციას იკავებს დღეს და აგრძელებს თუ არა სამსახურს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მისი გამოსვლა იყო სრულიად არაადეკვატური, სიცრუეში ბრალის დადება და ცილისწამება დეკანოზ მიქაელ ბოტკოველისადმი. ეს არის სამწუხარო ფაქტი. ეს არის საპატრიარქოს პოზიცია. უახლოეს მომავალში იქნება სრულიად ცალსახა პოზიცია, აგრძელებს თუ არა ის [სოსო ოხანაშვილი] თავის სამსახურს საპატრიარქოში”, - განაცხადა მამა დავით შარაშენიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics