10:32 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-22 18:03:00, 2768 ნახვა

ეკონომიკა
გაიოზ თალაკვაძემ მთავრობის წევრებს ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მთავრობის წევრებს ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც მთავრობის სხდომაზე გაიოზ თალაკვაძემ განაცხადა, 2016 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულება იყო უპრეცენდეტოდ მაღალი, ფაქტობრივად მიღებული შემოსავლების 100% გაიხარჯა ქალაქის და მისი მცხოვრებლების საჭიროებებისადმი წინასწარ გამოცხადებული და დამტკიცებული პრიორიტეტების შესაბამისად.

საფინანსო სამსახურის უფროსის თქმით, 2017 წლის ბიუჯეტიც მსგავსი პრიორიტეტების მიხედვით დაიგეგმა და დამტკიცდა. 

„წელს კიდევ უფრო გაძლიერდება მუშაობა პროგრამული ბიუჯეტის მიმართულებით. საქალაქო საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურები შეიმუშავებენ შემოსავლების და ხარჯების ოპტიმიზაციის დამატებით წინადადებებს, რომელთა ნაწილის ასახვაც მიმდინარე წელსვე იქნება შესაძლებელი. დანარჩენი კი სავარაუდოდ უკვე 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში იქნება გათვალისწინებული, რომლის მომზადებაშიც უპრეცენდეტოდ დიდი იქნება დედაქალაქის მოსახლეობის ჩართულობა OGP-ის პროექტის მხარდაჭერით“, - განაცხადა გაიოზ თალაკვაძემ. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაქოს შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ერევანში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, გამოცდა ქართული ენისა და ლიტერატურაში ტარდება
ნეთანიაჰუ: ისრაელი წელს აშშ-ს ფინანსურ დახმარებაზე უარს იტყვის
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics