02:30 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-21 19:14:24, 1737 ნახვა

პოლიტიკა
ეკონომიკის სამინისტროში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოში ვიზიტით მყოფი  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წევრები დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში იმყოფებოდნენ, სადაც მათ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები - გენადი არველაძე და ნინო ჯავახაძე შეხვდნენ. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების  საკითხებზე ისაუბრეს და საქართველოში მიმდინარე რეფორმები განიხილეს. შეხვედრას გერმანიის ელჩი საქართველოში ჰაიკე ფაიჩიც ესწრებოდა.

გენადი არველაძის განცხადებით, გერმანული მხარე გაეცნო დეტალურ ინფორმაციას საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და იმ სექტორების შესახებ, რომელიც დღეს მიმზიდველია ქვეყანაში ინვესტიციების განსახორციელებლად.

„ბუნდესტაგის წევრებს მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური განვითარების შესახებ, თუ რა რეფორმებს ვახორციელებთ სხვადასხვა მიმართულებით. ასევე მივაწოდეთ ინფორმაცია იმ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების შესახებ, რომელიც საქართველოს აქვს გაფორმებული სხვადასხვა ქვეყნებთან. ყურადღება გავამახვილეთ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის კუთხით არსებულ ტენდენციებზე, პროდუქტებზე, რომლებიც  გადის დღეს ევროკავშირის ბაზარზე, განვიხილეთ, თუ კიდევ რა პერსპექტივა არსებობს და რომელი პროდუქციებისთვის. გერმანულ მხარესთან ერთად ასევე განვიხილეთ ის შესრულება, რომელიც ჩვენ DCFTA-ს არსებული რეფორმების ნაწილში გვაქვს დღესდღეობით“ - განაცხადა გენადი არველაძემ.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics