02:30 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-21 10:30:00, 1561 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ავღანეთთან ურთიერთობაში სრულიად სხვა სახის შესაძლებლობები იხსნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ავღანეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.  კვირიკაშვილის თქმით, ტრანსპორტის, ლოჯისტიკის, ეკონომიკის თვალსაზრისით, ავღანეთთან ურთიერთობაში სრულიად სხვა სახის შესაძლებლობები იხსნება:

„ასევე გვქონდა საუბარი ქართული კომპანიებისთვის შესაძლებლობაზე, რომ ავღანეთის სახლემწიფოს შესყიდვებში მიიღონ მონაწილეობა, რაზეც პრეზიდენტის მხრიდან გამოუითქვა სრული მზაობა, რომ ისინი დიდი სიამოვნებით განიხილავენ ასეთ წინადადებებს. ასევე იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ევროკავშირის საგარეო მიმართულებით უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო ურთიერთობისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან, რომელმაც მნიშვნელოვანი პიროვნული წვლილი შეიტანა ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით საქართველოს დახმარების თვალსაზრისით. ჩვენ ასევე ვიმუშავეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშერკულების ფარგლებში მომავალი სამოქმედო გეგმის თაობაზე. ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა, რომელიც შეგვიძლია გამოვიტანოთ მიუნხენის უსაფრთხოების ორდღიანი კონფერენციიდან გახლავთ ის, რომ ვყელაზე ნათლად გამოჩნდა, თუ რამხელა რაციონალი და ლოგიკა დგას ძლიერი ევროკავშირის უკან, ანუ რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელი გამოწვევების პირობებში ძლიერი ევროკავშირის არსებობა და არაერთი დისკუსიის შემთხვევაში ძალიან ბევრი ლიდერის მიერ იქნა ეს ხაზგასმული. ჩვენ გვქონდა საშუალება დისკუსიების დროს გვესაუბრა საქართველოს სტრატეგიაზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს, ასევე ოკუპაციის პრობლემებზე და მასში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობაზე“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics