10:17 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-17 15:24:13, 1221 ნახვა

საზოგადოება
არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის სამოქალაქო ჩართულობის თემაზე ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი” ბენეფიციარების საჭიროებებზე მორგებულ პროექტებს განაგრძობს.

სამოქალაქო ჩართულობისა და მოხალისეობრივი უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ჩატარებულ ტრენინგს 20 მოზარდი დაესწრო.

პროექტი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს მხარდაჭერით „მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის“ (FLEX)  კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამის  ფარგლებში დაფინანსდა.

„დანაშაულის პრევენციის ცენტრთან“ თანამშრომლობით, ტრენინგებს არასამთავრობო ორგანიზაცია - „ჰელფინგ ჰენდის“ მოხალისე ტრენერები უძღვებოდნენ. 

ცნობისთვის, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციაზე მუშაობს. ცენტრში სხვადასხვა კულტურული თუ სპორტული აქტივობები, სამიზნე ჯგუფის საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და საგანმანათლებლო სემინარები იმართება. განსაკუთრებული ყურადღება  განათლების სისტემის მიღმა დარჩენილ არასრულწლოვნებს, ყოფილ პატიმრებსა და პატიმართა ოჯახის წევრებს, განრიდება-მედიაციის პროგრამის მოზარდ ბენეფიციარებს ეთმობა.

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics