|
2017-02-13 12:16:45, 1389 ნახვა
სხვადასხვა
დღეს რადიოს დღე აღინიშნება
რადიოს საერთაშორისო დღე ერთ-ერთი ყველაზე "ახალგაზრდა" დღესასწაულია, რომელიც პირველად 2012 წელს, იუნესკო-ს ინიციატივით აღნიშნეს. თარიღი შემთხვევით არ აურჩევიათ - 1946 წლის 13 თებერვალი გაერო-ს რადიოს დებიუტის თარიღი იყო. ინტერნეტის აქტიური მოხმარების მიუხედავად, რადიო დღესაც არ კარგავს პოპულარობას. აღსანიშნავია, რომ სწორედ ქართული რადიო იყო ევროპაში ერთ-ერთი პირველი. რეგულარული რადიოგადაცემები საქართველოში 1925 წლის 23 მაისს, ანუ ზუსტად 92 წლის წინ თბილისში დაიწყო. ინფორმაცია ნახევრად კუსტარული რადიოსატელეფონო სადგურით გადაიცემოდა, რომელიც აწყობილი იყო უცხოური რადიოსატელეგრაფო გადამცემის APS-78-ის ბაზაზე. ეს იყო ამიერკავკასიაში პირველი სამაუწყებლო გადამცემი, რომელიც დღეში 1-2 საათი მუშაობდა. რადიოსადგურის პირველი დამმონტაჟებლები და თანამშრომლები იყვნენ: ს.თოფურია, დ.ხმიადაშვილი, ი. ძაგნიძე, რ.ლიპარტელიანი, გ.ინჯია. საქართველოში პირველი რადიოსტუდია მოეწყო რადიოგადამცემი სადგურის ტერიტორიაზე არსებულ შენობაში 12 კვ.მ.ფართობზე. რადიოგადაცემებში მონაწილეები ახალ ამბებს და სტატიებს უშუალოდ გაზეთებიდან კითხულობდნენ, რადიოპროგრამების მიღების შესახებ ტექნიკური სახის კონსულტაციებს ატარებდნენ. გადამცემი სადგურის მოქმედების ზონა 25-30 კმ.რადიუსი იყო. ამჟამად, საქართველოს ტერიტორიაზე რადიომაუწყებლობას 40-ზე მეტი კომპანია ახორციელებს.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)