|
2017-02-10 13:20:57, 1337 ნახვა
სხვადასხვა
BBC „ფრესკოსა“ და „ბიბლუსი გალერის“ თანამშრომელთა პროტესტს ეხმაურება
სუპერმაკეტების ქსელ „ფრესკოსა“ და მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ თანამშრომლების პროტესტს ბრიტანული მედია საშუალება - BBC სპეციალურ სტატიას უძღვნის. BBC-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ქართველი დასაქმებულები პროტესტისთვის სოციალურ მედიას იყენებენ და დამსაქმებლებს, საკუთარი შრომითი უფლებების პატივისცემისკენ მოუწოდებენ. სტატიაში ნათქვამია, რომ „ბიბლუსისა“ და „ფრესკოს“ შემთხვევებში ორივე პროტესტი Facebook-ით დაიწყო, სადაც შესაბამის ვიდეოებს საზოგადოების მხრიდან დიდი რეზონანსი მოჰყვა, კერძოდ კი ვიდეო ათასობით ადამიამა ნახა. "ჩვენი უფლებების დასაცავად, სოლიდარობა და გაერთიანება გვჭირდება. მოვუწოდებთ ყველა დასაქმებულს, შემოგვიერთდნენ. პრობლემა საერთო საკითხს ეხება. დააფიქსირე სოლიდარობა და დადექით ჩვენთან ერთად“, - ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში. BBC-ის ერთ-ერთი Facebook მომხმარებლის კომენტარი მოჰყავს ციტატად, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში შრომის კოდექსი ერგება ყველას, გარდა დასაქმებულებისა. გარდა ამისა, მედია საშუალების სტატიაში ნათქვამია, რომ "ბიბლუსის" ხელმძღვანელობა ბრალდებებს უარყოფს და თვლის, რომ ტანამშრომლებს მუშაობისთვის ნორმალური პირობები აქვთ. შეგახსენებთ, რომ სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ თანამშრომლებმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში 12-საათიანი სამუშაო გრაფიკზე, სამუშაო პროცესში არსებული აკრძელვებზე, ანაზღაურების ხელოვნური დანაკლისებით გაცემისა და სხვა მძიმე შრომითი პირობების დარღვევის შემთხვევებზეა საუბარი. მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელეს ასევე, წიგნის მაღაზია „ბიბლუსი გალერის“ თანამშრომლებმა.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)