20:29 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-10 11:26:29, 1506 ნახვა

პოლიტიკა
დოლიძე: უნდა განისაზღვროს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა- დაემორჩილოს პრემიერს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი დღეს თავდაცვის, უშიშროებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას დაესწრებიან, რომელზეც საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს განიხილავენ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით.

როგორც ანა დოლიძემ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რეფორმა ძალიან მნიშვნელოვან სფეროში უნდა განხორციელდეს, ეს არის სახელმწიფოს უსაფრთხოების სფერო, არის ძალიან სერიოზული და საყურადღებო საკითხები, რომელსაც სჭირდება ყურადღების მიქცევა სწორედ, რომ საკანონმდებლო სივრცეში. 

''დაჩქარება ამ სფეროს არ წაადგება და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პარლამენტი შექმნის ყველა შესაძლებლობას, რომ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებმა წარმოადგინონ საკუთარი შენიშვნები და სიღრმისეულად გააუმჯობესოს კანონპროექტი.ჩვენი ვალდებულებაა გავითვალისწინოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, შევქმნათ გამოძიებისაგან დამოუკიდებელი უწყება. ნაწილობრივ ეს არის კიდეც შემოთავაზებული, თუმცა დღევანდელი მოდელით ბოლომდე არ არის გამიჯნული გამოძიება და სააგენტო. ჩვენ იდენტიფიცირებას ვერ ვახერხებთ, კონკრეტულად ვინ იქნება პასუხისმგებელი სააგენტოს სამუშაოზე, რადგან ნაწილობრივ სუს-ი აკონტროლებს მას, თუმცა პრემიერი ნიშნავს და ათავისუფლებს სუს-ის უფროსის წარდგენით. ჩვენი შემოთავაზებაა, რომ ცალსახად იყოს იდენტიფიცირებული სააგენტოს ხელმძღვანელის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს იმას, რომ სააგენტო პირდაპირ ემორჩილებოდეს საქართველოს პრემიერს, პრემიერი პირდაპირ ნიშნავდეს და ათავისუფლებდეს სააგენტოს ხელმძღვანელს'', - აღნიშნა ანა დოლიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics