03:51 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 14:15:12, 1111 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი პროექტების ფინანსური მხარდაჭერა ეროვნულ ვალუტაში მოხდება

შეღავათიანი აგროკრედიტისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტების ფარგლებში ცვლილებები განხორციელდა.

 როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შეღავათიანი აგროკრედიტი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა.

აღნიშნული ცვლილებები თანხვედრაშია ქვეყნის ლარიზაციის სახელმწიფო გეგმასთან და სესხების ლარში აღების სტიმულირებას ახდენს; სავალუტო რისკების თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილია ბენეფიციარებისთვის გრძელვადიანი სესხები ეროვნულ ვალუტაში გაიცეს.

უწყების ინფორმაციით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში განხორციელებულ ცვლილებებამდე, ძირითადი საშუალებების კომპონენტში სესხის მაქსიმალური ვადა განსაზღვრული  7 წლით იყო.

 ცვლილებების თანახმად, სესხის ვადის შეზღუდვა მოიხსნა. სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების პერიოდი განისაზღვრა პირველი ტრანშის გაცემიდან 66 თვის ვადით.

ბენეფიციარებს შესაძლებლობა მიეცათ ისარგებლონ როგორც ფიქსირებული, ისე მცურავი საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხებით და გააკეთონ მათთვის ოპტიმალური არჩევანი.

სოფლის მეურნეოების გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ახალი რედაქციის თანახმად, პროექტის ფარგლებში განსაზღვრული თანადაფინანსებაც გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში. დამატებით, პროექტის ფარგლებში, შესაძლებელი  გახდა კაკლოვანი კულტურების შემნახველი საწარმოების დაფინანსება.

დღეის მდგომარეობით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, სულ 16 000-ზე მეტ ბენეფიციარზე გაცემულია 27 000-ზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი. კომერციული ბანკების მიერ გაცემული თანხა აღემატება 759 მლნ ლარს და 238 მილიონ აშშ დოლარს.

აღნიშნული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შეიქმნა 154 ახალი საწარმო და გადაიარაღდა 700.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics