03:51 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 13:53:52, 1062 ნახვა

საზოგადოება
უწყებათაშორისი სწავლება „კოლხიდა 2017“ აქტიურ ფაზაში მეოთხე დღეა მიმდინარეობს

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და აშშ-ს არმიის საინჟინრო კორპუსის ორგანიზებით სამთავრობო უწყებათშორისი სწავლება „კოლხიდა 2017“ - აქტიურ ფაზაშია.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე კახა ოქროჯანაშვილისა და შესაბამისი სამინისტროების ხელმძღვანელი პირების მონაწილეობით, ეროვნულ სიტუაციურ ოთახში გაიმართა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს იმიტირებული სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებები სწავლების სცენარით განსაღვრულ კრიზისულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

სწავლების მიზანია კრიზისული მდგომარეობის მართვის დროს უწყებათშორისი თანამშრომლობის დახვეწა, კრიზისების მართვის ორგანოებში გადაწყვეტილების მიღების პროცესის, ასევე საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის, მიღების და განაწილების პროცედურების გაუმჯობესება, მაღალი რანგის თანამდებობის პირების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

„კოლხიდა 2017“ ეროვნულ სიტუაციურ ოთახში, საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სააგენტოს საველე ოპერაციების ცენტრსა და ეროვნული გვარდიის ბაზაზე ერთდროულად მიმდინარეობს.

უწყებათშორისი სწავლება, რომელშიც სხვადასხვა შესაბამისი უწყების 120 წარმომადგენელი მონაწილეობს, 10 თებერვალს დასრულდება. სწავლების პარტნიორია ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრი.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics