20:22 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-08 15:46:21, 1442 ნახვა

პოლიტიკა
მიხელ ჯანელიძე საფრანგეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში  საფრანგეთში მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრა გამართა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მინისტრმა მიმოიხილა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოლიტიკა, ის პროგრამები და პროექტები, რომელთა განხორციელებასაც საგარეო საქმეთა სამინისტრო გეგმავს, რათა ხელი შეუწყოს დიასპორის მეტ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და უზრუნველყოს სახელმწიფოს მხრიდან დიასპორის წარმომადგენლებისსაჭიროებებზე ადეკვატური და დროული რეაგირება.

შეხვედრაზე დიასპორის წარმომადგენლებმა მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია საფრანგეთში მოქმედიქართული დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ, ასევე ისაუბრეს იმ საკითხების თაობაზე, რომელთამოგვარებაშიც მათ სახელმწიფოს დახმარება და ჩართულობა ესაჭიროებათ.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის საფრანგეთში ვიზიტს, მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო საფრანგეთთან ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები დასამომავლო მიზნები, დიასპორის წარმომადგენლები ასევე დაინტერესდნენ ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობით და ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის პირობებით. 

საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა  მომავალშიც განაგრძოს დიასპორის წარმომადგენლებთანინტენსიური პირდაპირი კომუნიკაცია. ​

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics