17:28 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-08 13:42:58, 1358 ნახვა

პოლიტიკა
საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა გაიხსნა

საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული  სხდომა სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.

დღევანდელ სხდომაზე მანანა კობახიძის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის საკითხს განიხილავენ.

გარდა ამისა, კანონმდებლები, „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებზე იმსჯელებენ.

პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილავენ „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს, რომელიც შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის წესსა და პირობებს ადგენს, არეგულირებს ურთიერთობებს, რომლებიც მათი განხორციელებისას წარმოიქმნება სახელმწიფოსა და მშვილებელს/მინდობით აღმზრდელს შორის, ასევე ბავშვის წარმოშობისა და მიმღებ სახელმწიფოებს შორის. პროექტის თანახმად, განისაზღვრება შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურების განმახორციელებელი ორგანოები; მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების კომპეტენცია აღნიშნულ სფეროში. რეგულირდება ბავშვის მოტივირებულად აღიარებასთან და მშობლის უფლების ჩამორთმევა-შეჩერებასთან დაკავშირებული ზოგადი საკითხები.

ასევე, პირველი მოსმენით განიხილავენ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დღის წესრიგით განსაზღვრულია რამდენიმე დადგენილების პროექტის განხილვა. ესენია: „ბავშვთა განვითარებისაკენ მიმართული ადრეული ჩარევის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ“; „პოლიტიკური დებატების დღის დანიშვნის შესახებ“; „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი სამხედრო მოსამსახურეების შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის და მათი რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირების დანაშაულებრივი ხელშეწყობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics