|
2017-02-07 22:27:54, 1484 ნახვა
პოლიტიკა
კორკერი: ქართველებმა უნდა იცოდნენ, რომ სენატში საქართველოს განვიხილავთ, როგორც მნიშვნელოვან მოკავშირესა და მეგობარს
რთულია ჯერ იმის თქმა, კონკრეტულად რა მიმართულებით გაამახვილებს ახალი ადმინისტრაცია ყურადღებას. მაგრამ ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ სენატში საქართველოს განვიხილავთ, როგორც მნიშვნელოვან მოკავშირესა და მეგობარს, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბობ კორკერმა განაცხადა. ის იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს საკითხი ყურადღების ცენტრში იქნება. კორკერმა აღნიშნა, რომ საქართველოში ძალიან დიდ ცვლილებები განხორციელდა დემოკრატიის და ქვეყნის შიგნით დიდი პროექტების მიმართულებით. "იმედი მაქვს, საქართველოს საკითხი ყურადღების ცენტრში იქნება. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. გაცნობიერებული გვაქვს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა, ის საკითხები, რომლებთან გამკლავებაც უხდება საქრთველოს სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით რუსეთის ქმედებების გამო. ასევე, ძალიან დიდ ცვლილებები განხორციელდა საქართველოში დემოკრატიის და ქვეყნის შიგნით დიდი პროექტების მიმართულებით. ვერ ვისაუბრებ ტრამპის ადმინისტრაციის სახელით. მათ ახლახანს დაიწყეს მუშაობა. რთულია ჯერ იმის თქმა, კონკრეტულად რა მიმართულებით გაამახვილებს ახალი ადმინისტრაცია ყურადღებას. მაგრამ ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ სენატში საქართველოს განვიხილავთ, როგორც მნიშვნელოვან მოკავშირესა და მეგობარს,“ - განაცხადა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბობ კორკერმა.
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)