15:00 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-12 18:28:52, 1238 ნახვა

საზოგადოება
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის სააავტომობილო გზაზე მოძრაობა გაიხსნა

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის სააავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთი გაიხსნა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი. რაც შეეხება მისაბელიან და ნახევრადმისაბმელიან ტრანსპორტს, მათთვის მოძრაობა უახლოეს საათებში აღდგება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გუდაურიდან კობამდე გზის გაწმენდითი სამუშაოები მთლიანად დაასრულა.

უწყების ინფორმაციით, პარალელურ რეჟიმში,  აღნიშნული მონაკვეთის გაფართოებაც მოხდა, რათა სატრანსპორტო საშუალებებს უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონოდათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics