02:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-07 15:28:57, 997 ნახვა

საზოგადოება
ალექსანდრე ჯეჯელავა ჟურნალისტებს განათლების სფეროში არსებულ ბოლო სიახლეებს აცნობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ჟურნალისტებს ხვდება.

მინისტრი მედიას განათლების სფეროში არსებულ ბოლო სიახლეებს აცნობს.

როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა მასწავლებლების დამტკიცებასთან დაკავშირებით აქტიურად და წარმატებით მიმდინარეობს.

მისი თქმით, მასწავლებლად დამტკიცებისთვის, პედაგოგმა ორი გამოცდა უნდა ჩააბაროს და სხვადასხვა აქტივობებში მიიღოს მონაწილეობა.

”მასწავლებელმა 3 საფეხური უნდა გაიაროს. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ყველა საფეხური საკმაოდ რთულია. მოველით, რომ 2017 წელს უფროსი მასწავლებელი გახდება 4000-დან 4500-მდე პედაგოგი, რაც წინა წელთან შედარებით 8%-იანი ზრდაა. ამასთან, მსგავს ზრდას ველოდებით მომდევნო წლებში. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს უფროსი მასწავლებელი დაახლოებით 800 პედაგოგი გახდა ”, - აღნიშნა ჯეჯელავამ.

რაც შეეხება, მასწავლებლების ტრენინგებს, მინისტრის თქმით, პედაგოგების გადამზადება მიმდინარეობს და მას ”მასწავლებლის სახლი” აფინანსებს.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ალექსანდრე ჯეჯელავამ ისაუბრა, სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების შემოტანაა.

”სკოლებში მოსწავლეების მხოლოდ 2-7% ჩართული რეგულარულ ფიზიკურ აქტივობებში, რაც ტრაგედიაა. ამისთვის უნდა განვითარდეს სკოლების ინფრასტრუქტურა. დაახლოებით 300 დარბაზში უნდა ჩატარდეს რემონტი, კიეევ 500 დარბაზი ასაშენებელია. გამოდის, რომ მხოლოდ 5% სკოლების აქვს დარბაზი. ბიუჯეტიდან დარბაზების მშენებლობასა და რემონტში საჭიროა 830 მილიონი ლარი გამოიყოს”, -გაბაცხადა მან.

გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ ფიზკულტურის მასწავლებლების გადამზადებაც აუცილებელია და ის 1 თვეში დაიწყება.

”ფიზკულტურის მასწავლებლების გადამზადებას სპორტული ფედერაციები განახორციელებენ. კერძოდ კი, რაგბის, ფრენბურთის, ფეხბურთისა და ხელბურთის სათამაშო ფედერაციები იქნებიან ჩართული”, -აღნიშნა ჯეჯელავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics