06:40 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-06 20:15:40, 2448 ნახვა

ეკონომიკა
მარგველაშვილი: ლარიზაციის გეგმაზე ვერ ვიტყვი, რომ ჩავარდა, თუმცა სასურველი ტემპით არ ვითარდება

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის  განცხადებით, მოელის, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი მომავალში ვითარების გამოსასწორებლად  კიდევ უფრო თამამ და გაბედულ ნაბიჯებს გადადგამს. გიორგი მარგველაშვილმა  ტელეკოპმანია „იბერიას“ ეთერში საუბრისას მათ გააქტიურებისკენ მოუწოდა. ამავე  დროს,  პრეზიდენტმ აარნიშნა, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდის იმედი აქვს. რაც შეეხება ლარიზაციის გეგმას, გიორგი მარგველაშვილი არ იზიარებს განცხადებებს, რომ ის ჩავარდა, თუმცა ფიქრობს, რომ სასურველი დინამიკით არ ვითარდება:

„პარლამენტში გამოსვლისას მხარი დავუჭირე ჩვენს ეკონომიკურ გუნდს, ვიცი, რომ პრემიერი, რომელსაც ძალიან  კარგი  ცოდნა აქვს ეკონომიკური მიმართულებით, აქტიურად  მუშაობს  ეროვნულ ბანკთან, რაც ძალიან კარგი წინაპირობაა ვითარების გამოსაწორებლად. ვიცი, რომ „ქართულ ოცნებას“  აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც სწორედ ასეთი მიზნებისთვის უნდა იყოს წესით გამოყენებული, რომ დაიძლიოს მთავარი პრობლემები. შესაბამისად,  იმედი მაქვს, რომ ვითარება უკეთესობისკენ წავა.  ლარი მეტნაკლებად დასტაბილურებულია ბოლო პერიოდში. ლარიზაციის გეგმაზე ვერ ვიტყვით რომ ჩავარდა, მაგრამ  შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ ტემპებითა და დინამიკით არ ვითარდება, რომელიც მოგვინდება, მაგრამ  ამავე დროს იანვრის პერიოდში თუ შევხედავთ ლარიზაციის მაჩვენებელს ქვეყანაში,  ლარი უფრო აქტიურად ტრიალებს. ეს საკმარისი, რა თქმა უნდა,  არაა.ბევრად მეტი ძალსხმევაა საჭირო. ,  იმედი მაქვს ეკონომ იკური გუნდის კიდევ უფრო გააქტიურების. მხარს დავუჭერ, თუ კიდევ უფრო აქტიურ ნაბიჯებს გადადგამენ“,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics