|
2017-02-06 17:12:09, 2196 ნახვა
Lifestyle სხვადასხვა
ჩაკეტე Facebook-ი გასაღებით - ორმაგი დაცვა მომხმარებლებისთვის
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სოციალურმა ქსელებმა ადამიანების ცხოვრებაში საკმაოდ დიდი ნაწილი დაიკავეს. ტექნოლოგიების განვითარებამ კიდევ უფრო მეტად შეუწყო აღნიშნულს ხელი. გარდა ამისა, სოციალურ ქსელებს საკმაოდ ინტენსიურად ბიზნეს სექტორის წარმომადგენელბიც იყენებენ. აქედან გამომდინარე, რეგისტრირებული ანგარიშების უსაფთრხოება ინტერნეტში წინა პლანზე იწევს. სწორედ ამიტომ, Facebook-ი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ამბებს დიდ ყურადღებას უთმობს. რამდენიმე კვირის წინ სოციალურმა ქსელმა სპეციალური პორტალიც კი შესთავაზა ამ მხრივ ყველაზე საყურადღებო და საფრთხილო სეგმენტს – მშობლებსა და თინეიჯერებს. Facebook-ის ანგარიშებისთვის არსებობს ე.წ. ორნაბიჯიანი დაცვა, რომელიც მობილურზე sms-ად მოსულ კოდს მოითხოვს, მაგრამ ეს ხელსაწყო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას ვერ აგვარებს. Facebook – მა გადაწყვიტა უსაფრთხოების მაქსიმალურად დასაცავად ხელშესახები გასაღები შეექმნა.
Login approvals – ორსაფეხურიანი დაცვის სისტემაა, რომელიც თქვენს პირად ანგარიშს იცავს უცხო ხელში აღმოჩენისგან. ნაკლებად სავარაუდოა, ყოველ წამს მობილურზე გვქონდეს წვდომა – შეიძლება დაჯდეს, დაიკარგოს ან უბრალოდ არ ფუნქციონირებდეს. ამ დროს უცხო desktop-იდან თქვენს ანგარიშზე შესვლა დამატებით ძალისხმევასა და დროს მოითხოვს. Facebook – ის შემოთავაზება, ,,ხელშესახები გასაღები”, მომხმარებლს დამატებით უსაფრთხოებასა და კომფორტს სთავაზობს. თქვენ შეგიძლიათ, ანგარიშს დაუკავშიროთ ახალი ხელსაწყო, რომელიც USB-სთან იქნება ინტეგრირებული.
Facebook Security Settings -ში შესვლის შემდეგ, როგორც ამას ქვემოთ ხედავთ, შეძლებთ გაააქტიუროთ ფუნქცია. მნიშვნელოვანია, რომ ხელშესახები გასაღები არა მხოლოდ facebook ანგარიშისთვის, არამედ google, dropbox და სხვა პლატფორმებისთვისაც იმუშავებს. ფუნქციის გამოსაყენებლად არ დაგავიწყდეთ chrome-ის უახლესი ვერსიის დაყენება. Facebook გასაღების შეძენა შეგიძლიათ ამ ლინკზე. (წყარო: socialsharks)
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)