14:25 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-03 10:05:43, 1496 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორთან და საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებთან  შეხვედრებს გეგმავს.

როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ აღნიშნა, მარგველაშვილი მათ მოტივირებულ შენიშვნებს გააცნობს.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შეხვედრა სწორედ მასთან გაიმართება, რათა კონკრეტულად მან გააცნოს შეხედულებები სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით”, - აღნიშნა დოლიძემ.

ამასთან,  როგორც პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ის შეგნებულად არ აპირებს შეხვედრაზე მისვლას.

„ჩვენ რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაზე მისვლას არ ვაპირებთ შეგნებულად. გამომდინარე იქედან რომ კონსულტაციების შესაძლებლობა იყო. ქალბატონი ანა დოლიძე იყო მოსული და დაწვრილებით ავუხსენით ის მიზეზები, რის გამოც შეიძლება ჩვენ ვეტო დავძლიოთ. არ არსებობს მსგავსი ფორმატი, როდესაც პრეზიდენტი იბარებს ფრაქციის თავმჯდომარეებს, ვიცე სპიკერებს, ეს პრაქტიკა წარსულს ჩაბარდა, სამართლებრივ სივრცეში ასეთი ფორმატი არ არსებობს,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
ბაზისბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics