|
2015-03-31 12:38:34, 487 ნახვა
საზოგადოება
მიგრაციის მართვის საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს ავღანეთისა და ერაყის რესპუბლიკების წარმომადგენლები ეწვივნენ
საქართველოს მიგრაციის მართვის საკითხებთან დაკავშირებით, სასწავლო ვიზიტით, ავღანეთისა და ერაყის რესპუბლიკების წარმომადგენლები ეწვივნენ. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ბუდაპეშტის პროცესის სამდივნო) ორგანიზებით, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკისა და ერაყის რესპუბლიკის წარმომადგენელთათვის სასწავლო ვიზიტი 31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით მოეწყობა. ვიზიტის ფარგლებში ავღანეთისა და ერაყის რესპუბლიკის სამთავრობო დაწესებულებების მაღალი რანგის თანამდებობების პირები მიგრაციის მართვის სფეროში, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის საქმიანობას და კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებების გამოცდილებას გაეცნობიან. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და თბილისის იუსტიციის სახლს ეწვივნენ, სადაც ადგილზე გაეცნენ საქართველოში დანერგილ სახელმწიფო სერვისების მიწოდების მოდელსა და იმ მომსახურებებს, რომელსაც ეს ორგანიზაციები უცხოელებს და საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობენ. "ჩამოსულია დელეგაცია 2 ქვეყნიდან. ეს არის ავღანეთი და ერაყი. აინტერესებთ სახელმწიფო მიმართულება როგორაა მიგრაციასთან დაკავშირებით, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის საქმიანობა, სტრუქტურა, რანაირად მუშაობს. ასევე აინტერესებთ ევროკავშირის მიერ ამ კუთხით წარმოებული პროექტები და ის სისტემა, რა სისტემითაც ხდება ამ პროექტების მართვა",-განუცხადა ჟურნალისტებს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჯაშმა. დელეგაციის წევრები ასევე ეწვევიან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, პოლიციის აკადემიასა და თბილისის აეროპორტს, სადაც არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლისა და საზღვრის მართვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნობიან. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები დაგეგმილია იუსტიციის, საგარეო საქმეთა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროებში, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში. დელეგაციის წევრები ასევე შეხვდებიან მიგრაციის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს და თბილისის სახელმწუფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს. ინფორმაციისთვის, ბუდაპეშტის პროცესი არის საკონსულტაციო ფორუმი და საერთაშორისო დიალოგის ფორმატი ევროპისა და აზიის 50-ზე მეტი სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისთვის. აღნიშნული მიზნად ისახავს, ინფორმაციისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას პროცესში მონაწილე ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის მიგრაციის სხვადასხვა მიმართულებებზე. ავღანეთისა და ერაყის რესპუბლიკების წარმონადგენლების სასწავლო ვიზიტი ხორციელდება ბუდაპეშტის პროცესის გფარგლებში მიმდინარე პროექტის, სახელწოდებით "აბრეშუმის გზების პარტნიორობის ხელშეწყობა მიგრაციისთვის" ფარგლებში.
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)