14:31 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-02 15:33:49, 1601 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე: დღეს დავინახეთ, თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს საქართველოს ევროკავშირის მხრიდან

საგარეო  საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე  მოქალაქეებს ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხის მხარდაჭერას ულოცავს.

როგორც ჯანელიძემ უწყებაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, ევროპარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას და იმას, თუ როგორ ფასდება საქართველოს მთავრობის  მიერ გაწეული შრომა.

მინისტრის განმარტებით, უვიზო მიმოსვლით მიღწეული სარგებელი ასევე ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის.

„მოგილოცავთ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებულია ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე. ევროპარლამენტის დეპუტაციამ მხარი დაუჭირა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და დაამტკიცა შესაბამისი რეგულაციის ცვლილება. ამით ვიზალიბერალიზაციის პროცესი არ სრულდება, დარჩენილია ტექნიკური ეტაპები.  ხაზი მინდა გავუსვა გადაწყვეტილების მნიშვნელობას იმ მიმართულებით, რომ დღეს ღია ეთერით დავინახეთ თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს საქართველოს ევროკავშირის მხრიდან, თუ როგორ ფასდება საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული შრომა და ყველა ის რეფორმა, რომელიც ვიზალიბერალიზაციისა და ევროინტეგრაციის პროცესში ხორციელდება. ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მკაფიო მხარდაჭერა დავინახე. ესაა დადასტურება ჩვენი კურსის. ვულოცავ ყველა მოქალაქეს ამ მნიშვნელოვან პროგრესს.  ჩვენი ევროპული ინტეგრაცია ვერ იქნება, თუ არ იქნება მხარდაჭერა ჩვენი საზოგადოების. ამ მიმართულებით გვაქვს მკაფიო მხარდაჭერა და მზაობა გაგრძელდეს ყველა რეფორმა, რომელიც ემსახურება საქართველოს მომავალს. დღევანდელი გადაწყვეტილებით საფუძველს ვუდებთ პრაქტიკულ შედეგებს ჩვენი მოქალაქეებისთვის, უვიზო მიმოსვლით  ჩვენი ბიზნესმენები, მეწარმეები მარტივად შეძლებს მიიღონ მონაწილეობა გამოფენებში. კულტურის სფეროს წარმომადგენელს შესაძლებლობა ექნება მიიღოს მონაწილეობა ევროპის მასშტაბით ღონისძიებებში და ა.შ. ასევე, ეს შესაძლებლობა ხელმისაწვდომია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებისთვისაც. ჩვენი ნაბიჯები ევროპისკენ გრძელდება  და ესაა ჩვენი მთავრობის დამსახურება“,-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics