21:16 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-01 11:01:57, 1070 ნახვა

საზოგადოება
Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაშია

არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, საქართველო, როგორც პოლიტიკური ასევე, სამოქალაქო თავისუფლების კუთხით, კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაშია. 

როგორც Freedom House-ის წარმომადგენელი არჩ ფადინგთონი აღნიშნავს, ანგარიშის მიხედვით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დემოკრატიის ხარისხი ოდნავ გაუმჯობესდა. 

„ბევრი ექსპერტი ფიქრობდა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მოვლენები არასწორი მიმართულებით წავიდოდა, რაც არ მოხდა. ვფიქრობ, საქართველოს დემოკრატიის ხარისხი ოდნავ გაუმჯობესდა. საქართველოს მიმართულებითა და რთულ სამეზობლოში დემოკრატიული საზოგადოებით უკმაყოფილო არ ვართ“, - განაცხადა არჩ ფადინგთონმა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს, პოლიტიკური ასევე, სამოქალაქო თავისუფლების კუთხით 3-3 ქულა მიანიჭა. 

ცნობისთვის, Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის თვალსაზრისით რთული მდგომარეობაა რუსეთში, თურქეთსა და სირიაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics