21:06 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-27 14:25:14, 1053 ნახვა

საზოგადოება
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების ადაპტირება 2017 წელსაც გაგრძელდება

2017 წელს თბილისის 35 საჯარო ბაგა-ბაღის შენობა ადაპტირება მოხდება - აღნიშნული პროექტი დედაქალაქის მთავრობის 3-წლიანი გეგმის ფარგლებში ხორციელდება, რაც საზოგადოებრივი ობიექტების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანასა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ საჯარო ბაღების ინფრასტრუქტურის ადაპტაცია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვისა და შშმ პირთათვის 2016 წლიდან დაიწყო და წლის ბოლოსათვის უკვე 40 საბავშვო ბაღში სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი პანდუსები  მოაწყო.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული კონსტრუქცია ახალ ბაღებში პროექტის ნაწილს წარმოადგენს, ძველი შენობებისთვის კი პანდუსების პროექტირება ინდივიდუალურად ხდება.

„აღსანიშნავია, რომ თბილისში 2016 წლამდე არსებული არც ერთი საბავშვო ბაღი ადაპტირებული არ ყოფილა და ეს პროცესი ჩვენ დავიწყეთ თბილისის მთავრობის  სამწლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში. გასულ წელს 40 ბაღის ადაპტაცია დავასრულეთ, წელს კი ამ რიცხვს კიდევ 35 ბაგა-ბაღი შეემატება. ჩვენი  მიზანია, რომ  2018 წლისათვის თბილისში ყველა საჯარო ბაგა-ბაღის შენობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის ადაპტირებული იყოს,“-განმარტა  საბავშვო-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics