11:21 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-26 17:17:08, 856 ნახვა

რეგიონი
ტურისტულ სააგენტოებსა და სასტუმროებს მასტერკლასი ჩაუტარდათ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში განთავასების ობიექტებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს მასტერკლასი ჩაუტარდათ.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტმანეტის ინფორმაციით, ბელარუსული საერთაშორისო ტურისტული კომპანიის „ინჯეოტურის” დამფუძნებელმა ეკატერინა ნიკოლაევამ თავისი გამოცდილება ქართველ კოლეგებსა და პოტენციურ პარტნიორებს დღეს გაუზიარა.

მათივე ინფორმაციით, რამდენიმე საათიანი მასტერკლასისას მან განთავსების ობიექტებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან ურთიერთანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება სასტუმროებისა და სააგენტოების მიერ ერთობლივი ტურპაკეტების შექმნის, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვისა და მათი ეფექტურად განხორციელების მნიშვნელობაზე შეჩერდა.

„მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია ჩვენი ტურისტული სექტორისთვის. რეგიონში ტურისტების მოზიდვის კუთხით განსაკუთრებით აუცილებელია განთავსების ობიექტებმა და ტურისტულმა სააგენტოებმა ჩვენს პოტენციურ ტურისტებს ერთობლივი ტურისტული პაკეტები შესთავაზონ. ამ მხრივ „ინჯეოტურს“ კარგი გამოცდილება აქვს, რაც დაეხმარება ჩვენს სააგენტოებსა და სასტუმროებს სამომავლო ურთიერთანამშრომლობის პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისების განვითარების განყოფილების უფროსმა თამარ კაიკაციშვილმა.

ტურისტული კომპანია "ინჯეოტური" ბელარუსის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული კომპანიის "ვენტო ტურის" შვილობილი კომპანიაა.

საქართველოში ბელარუსი ტურისტების მოზიდვის მიზნით კომპანია 2015 წლიდან აქტიურად მუშაობს.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი იონათამიშვილი აფხაზეთში ბენზინის მიწოდებაზე კითხვების გამო ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
სარჯველაძემ გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებულები მოინახულა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 11 პაციენტიდან 6 ბავშვია, ისინი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან
პუტინის რეჟიმმა კენედების დინასტიის წევრი, მოქმედი ჯანდაცვის მინისტრის შვილი, ძებნაში გამოაცხადეს და პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics