15:49 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-24 18:29:47, 1034 ნახვა

საზოგადოება
ნამახვან ჰესების კასკადის პროექტს CLEAN ENERGY GROUP GEORGIA განახორციელებს

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებული ინსტრუქციის და პროცედურების შესაბამისად, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ 2015 წლის 24 დეკემბერს გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა ნამახვან ჰესების კასკადის პროექტის მშენებლობა-ოპერირება-ფლობის მიზნით.

ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, კერძოდ: შპს „ჯენერალ დეველოპმენტმა“, „POWERCHINA RESOURCES“ LTD-მ და „CLEAN ENERGY GROUP GEORGIA” LLC-მ, რომლებმაც წარმოადგინეს შესაბამისი წინადადებები.

ზემოაღნიშნულ ინტერესთა გამოხატვაში ინვესტორის შერჩევის მიზნით, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ შექმნილმა შეფასების კომისიამ შეისწავლა თითოეული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და გამარჯვებულად „CLEAN ENERGY GROUP GEORGIA“ LLC გამოაცხადა.

ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართელოს მთავრობასთან იმპლემენტაციის ხელშეკრულების პირობებთან  დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ ნამახვან ჰესების კასკადის პროექტი ხორციელდება  წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდ. რიონზე, ის ხელს შეუწყობს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის ზრდას, მოსახლეობის დასაქმებას, შეიტანს წვლილს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაში და დამატებით წარმოქმნის წლიურ 1,514 გგვტ.სთ ელექტროენერგიას, რომელიც მთლიანად დარჩება საქართველოში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics