03:34 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-20 11:54:26, 1080 ნახვა

საზოგადოება
ზაზა ფაჩულიამ 1 528 941 ხმა მიიღო, თუმცა NBA ALL-STAR-ის სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდა

„გოლდენ სტეიტის“ ქართველი ცენტრი, ზაზა ფაჩულია NBA ALL-STAR-ის სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდა.

ALL-STAR-ის გუნდების მონაწილეთა ვინაობა ტელეარხ TNT-ზე გამოცხადდა.

ფაჩულიამ გულშემატკივართა 1 528 941 ხმა დააგროვა. ამ მაჩვენებლით იგი დასავლეთის ფორვარდთა შორის მე-2 ადგილზე გავიდა, თუმცა მას მედიამ და კალათბურთელებმა მხარი არ დაუჭირეს და სასტარტო ხუთეულს მიღმა დარჩა. კერძოდ, მოთამაშეთა გამოკითხვაში ზაზა მე-12 ადგილზე გავიდა, მედიის გამოკითხვაში კი - მეათეზე.

გამოკითხვის შედეგად შერჩეული ხუთეულები ასე გამოიყურება:

აღმოსავლეთისკონფერენცია - ლებრონ ჯეიმსი, კაირი ირვინგი, დემარ დეროუზენი, ჯიმი ბატლერი, იანის ანდეტოკუნმპო.

დასავლეთის კონფერენცია - სტეფ კარი, კევინ დურანტი, ჯეიმს ჰარდენი, კავაი ლეონარდი, ენტონი დევისი.

შეგახსენებთ, NBA-მ წელს წესები შეცვალა და მხოლოდ გულშემატკივართა ხმები ALL-STAR-ის წლევანდელ მატჩში მოსახვედრად საკმარისი აღარ არის. 50% გულშემატკივართა ხმების წილია, 25-25% კი, მედიისა და კალათბურთელების.

NBA-ს „ყველა ვარსკვლავის“ მატჩი 19 თებერვალს ნიუ-ორლეანში გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics