02:20 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-18 12:27:29, 1380 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა 39%-მა არჩევნებზე ხმის მიცემისას მნიშვნელოვან საკითხად პარტიის ეკონომიკური პოლიტიკა დაასახელა

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობამ, 39%-მა საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემისას ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად პარტიის ეკონომიკური პოლიტიკა დაასახელა.

კერძოდ, კითხვაზე, რომელი საკითხი იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემისას, გამოკითხულთა 16% აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია პარტიის პოლიტიკა ჯანდაცვასთან დაკავშირებით, 10%-ი პარტიის პოზიციას ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებიტ ასახელებს, 9%-სთვის მნიშვნელოვანია პარტიის პოზიცია საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, 8%-მა - პარტიის პოზიცია კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით დაასახელა, განათლების სფეროს მნიშვნელობა - 5%-მა დაასახელა, 9%-მა არ იცის თუ რა იყო მათთვის მნიშვნელოვანი ხმის მიცემის პროცესში, 3%-მა კი პასუხისგან თავი შეიკავა. 

ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics