03:29 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-16 22:08:38, 1612 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი უგულავაზე: ის რომ ჩემ გამო დაისაჯე, არ არის საკმარისი მიზეზი, რომ ჩემზე უფრო გაბრაზდე, ვიდრე უსამართლოდ დამსჯელზე

ის რომ ჩემ გამო დაისაჯე, არ არის საკმარისი მიზეზი, რომ ჩემზე უფრო გაბრაზდე, ვიდრე უსამართლოდ დამსჯელზე, - ამის შესახებ გიგი უგულავაზე საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, მას ადამიანურად უხარია, რომ თბილისის ყოფილი მერი თავისუფალია. 

„მართლა ადამიანურად მიხარია, რომ ის არის გარეთ, ახალგაზრდა ადამიანი, ჯან-ღონით სავსე რამდენიმე წლით გაამწესეს საპატიმროში მხოლოდ იმისთვის, რომ რაც შეძლო და როგორც შეეძლო თავისი უნარების ფარგლებში მე მეხმარებოდა თბილისის განვითარებაში, მე ამაში მადლობელი ვარ მისი, მიმაჩნია უკიდურეს უსამართლობად მისი დასჯა ამისთვის. ისიც ვიცი, რომ ის ძირითადად ჩემ გამო, ისევე როგორც სხვა პოლიტპატიმრები, ივანიშვილის მთავარი პრობლემა ვარ მე. ის რომ ჩემ გამო დაისაჯე, არ არის საკმარისი მიზეზი, რომ ჩემზე უფრო გაბრაზდე, ვიდრე უსამართლოდ დამსჯელზე. მესმის ფსიქოლოგია, როცა ვიღაცის გამო ისჯები, მტკივნეულია, მაგრამ ჩემ გამოც არ იყო, იდეის გამო იყო,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics