00:56 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-16 11:27:31, 877 ნახვა

საზოგადოება
NDI: მოსახლეობის უმეტესობა მერიისა და საკრებულოს მუშაობას ვერ აფასებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა მერიისა და საკრებულოს მუშაობას ვერ აფასებს.

კერძოდ, კითხვაზე - რამდენად კმაყოფილი ან უკმაყოფილო ხართ, მერიის და საკრებულოს მუშაობის, გამოკითხულთა 38%-მა არ იცის როგორ მუშაობს საკრებულო, 3% - მუშაობით ძალიან უკმაყოფილოა, 20% - უკმაყოფილოა, 34% მიიჩნევს, რომ საკრებულო კარგად მუშაობს, ხოლო 3% - ძალიან კმაყოფილია.

რაც შეეხება მერიის მუშაობას, 40%-მა არ იცის როგორ მუშაობს მერია, 5% - მერიის მუშაობით ძალიან უკმაყოფილოა, 22% - უკმაყოფილოა, 31% - დადებიტად აფასებს და კმაყოფილია, ხოლო 2% მერიის მუშაობით ძალიან კმაყოფილია. 

ამასთან, გამოკითხულთა 86%-მა აღნიშნა, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში საკრებულოსთან შეხება არ ჰქონია, მაშინ როდესაც 14%-ს საკრებულოსთან შეხება ჰქონდა. გარდა ამისა, გამოკითხულთა 67% ბოლო 12 თვის განმავლობაში მერიასთან შეხება არ ჰქონდა, 11%-ს კი ჰქონდა. 

ცნობისთვის, NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირი პირისპირ ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კვლევის შედეგეის საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics