|
2017-01-11 13:04:31, 2513 ნახვა
კომენტარი Lifestyle
სალომე სამადაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციაში რჩება
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა პარტიაში მიმდინარე პროცესები შეაფასა და აღნიშნა, რომ პარტიის ერთიანობის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი ამოცანა იყო, რომელიც განუხორციელებელი აღმოჩნდა, - ამის შესახებ სალომე სამადაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, შეთქმულების თეორიებზე საუბარი მიუღებელია. "მიმაჩნდა, რომ პარტიის ერთიანობის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი ამოცანა იყო, რომელიც სამწუხაროდ განუხორციელებელი აღმოჩნდა. კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია ყოველგვარი საუბარი შეთქმულების თეორიებზე, რაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის. რაც შეეხება ჩემს პირად გადაწყვეტილებას, ვთვლი, რომ რადგან ჩემი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიღებული მაქვს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიით, დღეს სწორი იქნება ჩემი საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელება ამ პარტიის საპარლამენტო ფრაქციაში. ეს გადაწყვეტილება არ იყო მარტივი, რადგან ამ შიდა პარტიულ დაპირსპირებაში ორივე მხარეს არიან ადამიანები, რომლებთანაც მრავალი წლის მეგობრობა მაკავშირებს, ადამიანები, ვისთან ერთადაც განვლილი მაქვს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ურთულესი ბრძოლები თავისუფალი და ევროპული სახელმწიფოს შექმნის გზაზე. ვაკეთებ იმ არჩევანს, რომელიც ამ ვითარებაში, ჩემი აზრით, უნდა გააკეთოს არჩეულმა პოლიტიკოსმა, პატივს ვცემ ჩვენი ამომრჩევლის ნებას, რომელმაც ხმა მომცა, როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიის წარმომადგენელს. წარმატებას ვუსურვებ ყველას, ვინც სხვა არჩევანს აკეთებს დღეს და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კვლავ ერთად მოგვიწევს ბრძოლა ქართველი ხალხის უკეთესი მომავლისათვის", - წერს სამადაშვილი.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)