21:05 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-11 08:28:21, 2614 ნახვა

პოლიტიკა ეკონომიკა საზოგადოება
კახა კალაძე: „გაზპრომისგან“ ქართულმა მხარემ საინტერესო წინადადება მიიღო

ენერგეთის მინისტრ კახი კალაძის განცხადებით, "გაზპრომმა" საქართველოს ახალი პირობები შესთავაზა, - ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს მინსკიდან დაბრუნების შემდეგ განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საუბარი ძირითადად "გაზპრომისგან" სომხეთისთვის მიწოდებული ბუნებრივი აირის ტრანზიტის 10 პროცენტის სანაცვლოდ ფინანსურ ანაზღაურებაზე გადასვლას შეეხებოდა. ამასთან, მინისტრმა კონტრაქტის პირობებზე არ ისაუბრა. 

„საინტერესო წინადადება იქნა გაჟღერებული გაზპრომის მხრიდან, ეს წინადადება არის ბოლო. ძირითადი საუბარი იყო ფინანსურ ანაზღაურებაზე გადასვლასთან დაკავშირებით, თუმცა წინა შეხვედრებზე იმდენად შორს და განსხვავებული იყო ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან, რომ საერთოდ საუბარს აზრი არ ჰქონდა, თუმცა დღევანდელი შემოთავაზება საინტერესოა და ამაზე ვიმსჯელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, გადაწყვეტილებას შემოთავაზებულ წინადადებაზე დღეს მთავრობის სხდომაზე მიიღებენ და დეტალებიც ამის შემდეგ გახდება ცნობილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics