21:06 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-09 16:25:03, 1153 ნახვა

საზოგადოება
ავტოპარკინგზე ვაჭრობის აკრძალვაზე მონიტორინგი იწყება

პარკირების ადგილებზე მდგარი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან სამეწარმეო საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებით დღეიდან მონიტორინგი იწყება.

როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ავტოპარკინგებზე ვაჭრობის დაფიქსირების შემთხვევაში, მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს გაფრთხილებას მისცემენ, რის შემდეგაც, უკანონო საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში, მერიის წარმომადგენლები შესაბამისი ზომების მიღების მიზნით სამართალდამცველებს მიმართავენ.

„თბილისში, პარკინგების ადგილებზე მდგარი მანქანებიდან სამეწარმეო საქმიანობა დედაქალაქის მთავრობის მიმართვის საფუძველზე  საკრებულომ დაუშვებლად „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“№33-99 დადგენილების მიღებით ცნო, რომელიც მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა“,-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics