|
2015-03-27 11:23:54, 502 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მომზადება დასრულდა
პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მომზადება დასრულდა. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, პრეზიდენტი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ყურადღებას საგარეო და საშინაო საკითხებთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს თემებზე გაამახვილებს. პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება 31 მარტს 13:00 საათზე დიწყება. "პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მომზდება, რომელიც კონსტიტუციის შესაბამისად, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს ეხება, დასრულდა. მოხსენებაში განხილული იქნება საგარეო, თუ საშინაო საკითხებთან დაკავშირებული ის უმნიშვნელოვანესი თემები, როგორებიცაა, მაგალითისთვის-საგარეო და უშიშროების პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები, ეკონომიკის პრობლემებთან დაკავშირებული თემები.ასევე, თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების მდგომარეობა და პრობლემური საკითხები, ინსტიტუციური თემატიკა; ინსტიტუტების გაძლიერების, დემოკრატიული ფასეულობების, ადამიანის უფლებების, სხვადასხვა ინსტიტუციური რეფორმებისა, თუ შესაბამისად, სხვა საკითხები. მოხსენებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები ჩვენს მიერ გარკვეულად გავლილია. ურთიერთობა ჩვენ გვქონდა შესაბამისი პროფესიული წრეების, სამოქალაქო წრეების, საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან. აქედან გამომდინარე, 31 მარტს, პირველ საათზე, პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგება",-განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)