17:11 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-01 12:59:37, 1356 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა მესაზღვრეებს ხევსურეთში ახალი წელი მიულოცა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ხევსურეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სამმართველოს ხუთივე სასაზღვრო სექტორს ეწვია, იქ მომსახურე მესაზღვრეებს ახალი წლის დადგომა მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

„ქვეყანა საზღვრით იწყება და შს სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს მაქსიმალურად დაცული საზღვარი, თანამედროვე და მოდერნიზებული სასაზღვრო პოლიცია, ხოლო ყველა მესაზღვრეს - სათანადო პირობები ქვეყნის სამსახურში თავისი პროფესიული მოვალეობის ღირსეულად შესასრულებლად,“- განაცხადა მესაზღვრეებთან საუბრისას გიორგი მღებრიშვილმა.

შს მინისტრმა საჩუქრები ხევსურეთში, სოფელ შატილში, ადგილობრივ მოსახლეობასაც გადასცა. ჭინჭარაულების ოჯახს კი გიორგი მღებრიშვილი შინ ესტუმრა - 69 წლის მარო ჭინჭარაულსა და 80 წლის ზვიად ჭინჭარაულს ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი მიუტანა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics