|
2015-03-26 18:04:09, 587 ნახვა
საზოგადოება
112-ის SMS და ვიდეო ზარის - "112 გხედავთ - ახალი სერვისი ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის" პრეზენტაცია გაიმართება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტის SMS და ვიდეო ზარის სერვისის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება. ღონისძიება სასტუმრო „Holliday Inn“-ში, 11:00 საათზე დაიწყება. პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტა-მენტის დირექტორი გიორგი ბიჭაშვილი, გაეროს ელჩი საქართველოში ნილს სკოტი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე. ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენ-ლები და 112-ის ახალი სერვისის უშუალო ბენე-ფიციარები. პროექტი გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება. „ 112-ის SMS და ვიდეო ზარის სერვისი უფასოა და განკუთვნილია მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითე-ბული პირებისთვის. 112-ში შემოსული შეტყო-ბინება, გადაუდებელი დახმარების შესახებ, გა-დაეცემა სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას, სა-პატრულო პოლიციასა და სახანძრო/სამაშველო სამსახურს. ვიდეო ზარის მეშვეობით შემოსულ შეტყობინებებს მიიღებენ ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები“, - აცხადებენ 112-ში. სერვისით სარგებლობისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია 112-ის ვებ-გვერდზე WWW.112.GE სერვისი 27 მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით ამოქმედდება და 24 საათის განმავ-ლობაში იმუშავებს.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)