19:13 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-28 17:17:28, 1140 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი ახალარჩეულ პარლამენტს მოუწოდებს, კანონპროექტის გადავადებასთან დაკავშირებით, არასწორი პრაქტიკა არ გაიმეორეს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ახალარჩეულ პარლამენტს მოუწოდებს, კანონპროექტის გადავადებასთან დაკავშირებით, არასწორი პრაქტიკა არ გაიმეორეს.

ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა.

 „საქართველოს პარლამენტმა გადაავადა რამდენიმე მნიშვნელოვანი სახელმწიფო დონის რეფორმა, მათ შორის საჯარო სამსახურის რეფორმა და გადაწია ამ რეფორმების შესრულების ვადები. საქართველოს პრეზიდენტი აწერს ხელს ამ კანონპროექტებს, თუმცა მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, რომელიც ახალარჩეულია, რომ არ გაიმეოროს ის არასწორი პრაქტიკა, რომელიც ჰქონდა წინა პარლამენტს, გადავადებებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ყველა რეფორმას ფასი აქვს მაშინ , როდესაც ის არის დროული და განსაკუთრებით იმიტომ, რომ სახელმწიფო ამოცანად დასახული არის სწრაფი განვითარება“, - განაცხადა ანა დოლიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
საგანძურის მარათონი დაიწყო - შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
სააპელაციომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics