|
2016-12-27 10:59:05, 889 ნახვა
საზოგადოება
ტურისტული სააგენტოები კურორტ „გოდერძი“-ს სტუმრობენ
სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძი“-ს ტურისტულ შესაძლებლობებს ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლები გაეცნენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების სააგენტოს ორგანიზებით, 20-მდე სააგენტოს წარმომადგენელმა კურორტზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და კურორტის, კოტეჯებისა და საბაგიროების მენეჯმენტთან თანამშრომლობის პირობები განიხილეს. ტუროპერატორებმა სოფელ დანისპარაულში მდებარე საოჯახო-სასტუმროს სახლებიც მოინახულეს. ინფოტური კურორტ გოდერძზე მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და კურორტ გოდერძის მენეჯმენტის მხარდაჭერით ჩატარდა. სამთო-სათხილამური კურორტი გოდერძი კარგად აღჭურვილი სათხილამურო ტრასებით გამოირჩევა, რომელთა საერთო სიგრძეც 8 კილომეტრია. საბაგიროს მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2366 მეტრია. ამ ეტაპზე დამსვენებლებს კურორტზე 7 საცხოვრებელი სასტუმროს ტიპის კოტეჯი ემსახურება, თუმცა 2018 წლიდან ამას დაემატება ორი მაღალი კლასის სასტუმრო „ალიანს რეზორტი“ და „ეიფორია სქაი თაუერი“. ალიანს რეზორტში, რომელიც 100 ნომრიანი იქნება საცურაო აუზები, ტენისის კორტები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ბარი, რესტორანი, გამაჯანსაღებელი კომპლექსი, კაზინო, საკონფერენციო დარბაზი, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი მოეწყობა. რაც შეეხება ეიფორია სქაი თაუერს, რომელიც ასევე 100 ნომრიანი იქნება რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, გამაჯანსაღებელი ცენტრი, საცურაო აუზი და სხვა ობიექტები განთავსდება. სასტუმრო კომპლექსების მშენებლობის პარალელურად დასრულდება კურორტამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც. კურორტი აჭარაში გასული წლის ბოლოს ამოქმედდა და დღემდე პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში.
(NS)
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)