|
2016-12-26 21:10:51, 894 ნახვა
საზოგადოება
22:00 საათიდან ხვალ დილის 09:00 საათამდე სამგორის რაიონის გარკვეულ ქუჩებს წყალმომარაგება შეეზღუდება
22:00 საათიდან, ხვალ დილის 09:00 საათამდე სამგორის რაიონის გარკვეულ ქუჩებს წყალმომარაგება შეეზღუდება, - ამის შესახებ განცხადებას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, წყალმომარაგება შეეზღუდება: ენუქიძის, ქინძმარაულის და ნაკაშიძის ქუჩებს, წმინდა ბარბარეს, მე-2 ნავთლუღის, ქვემო მელითონეთა, გიგანტის, 31-ე ქარხნის და ზოოვეტის დასახლებებს, ასევე, აეროდრომის და მიმდებარე დასახლებებს, ზემო და ქვემო ფონიჭალას. "სამგორის რაიონში, გარდაბნის გზატკეცილზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" 900 მმ -იანი მაგისტრალური წყალსადენის ქსელი დაზიანდა. ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფი და აღდგენითი სამუშაობი აქტიურად გრძელდება. ტექნიკური სამუშაოები მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს, რის გამოც დღეს, 26 დეკემბერს, საღამოს 22:00 საათიდან, ხვალ 27 დეკემბრის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: სამგორის რაიონში: ენუქიძის, ქინძმარაულის და ნაკაშიძის ქუჩებს, წმინდა ბარბარეს, მე-2 ნავთლუღის, ქვემო მელითონეთა, გიგანტის, 31-ე ქარხნის და ზოოვეტის დასახლებებს, ასევე, აეროდრომის და მიმდებარე დასახლებებს, ზემო და ქვემო ფონიჭალას. წყალმომარაგება სამუშაოების დასრულებისთანავე, ხვალ, დილის 09:00 საათიდან აღდგება", - ნათქვამია განცხადებაში.
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)